კეიტ ჰოლმსი ჟურნალ Town&Country-ის მოწვეული ვარსკვლავი გახდა. 38 წლის მსახიობმა პირადი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა. ჰოლმსმა აღიარა, რომ ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს და არჩევანი ქალიშვილსა და კარიერას შორის აქვს გაკეთებული. „ჩემი შვილი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ცხოვრებაში და აუცილებელია, რომ მას სტაბილური ბავშვობა ჰქონდეს“, – განაცხადა ჰოლმა.
მან დაამატა, რომ რთულია იმ აზრს შეეგუოს, რომ სური იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეტაპობრივად შორდება, რაც ერთის მხრივ პოზიტიური მომენტია, რადგან ბავშვი უნდა გაიზარდოს, მაგრამ ერთ დღეს ის მთლიანად წავა მისგან და ეს ყველაზე ცუდია.