კეიტ მარასა და ჯეიმი ბელის ოჯახში მატებაა. ამ დღეებში, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი მსახიობი ორსულადაა. საინტერესოა, რომ ხმები 35 წლის ვარსკვლავის ფეხმძიმობის შესახებ, ,,ოქროს გლობუსზე” მის გამოჩენას მოჰყვა, სადაც მარა ,,მიუ მიუს” თავისუფალი კაბით მივიდა.
შეგახსენებთ, რომ კეიტ მარა და ჯეიმი ბელი ერთმანეთს ფილმის ,,ფანტასტიკური ოთხეული” გადაღებებზე შეხვდნენ. მათ 2017 წელს იქორწინეს. კეიტისთვის პატარა პირველი, ხოლო ჯეიმისთვის მეორე შვილი იქნება. ბელს ევან რეიჩელ ვუდთან ქორწინებიდან 4 წლის ვაჟი ჰყავს.