LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონი პედიკურის გამო გააკრიტიკეს

139

ცნობილია, რომ კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფებიან. შესაბამისად, ესწრებიან ღონისძიებებს და ადგილობრივ წესებს იცავენ.

თავდაპირველად, ბლოგერებმა კეიტის თამამი კაბა გააკრიტიკეს, ამჯერად კი, მომხმარებლებს მისი პედიკური არ მოეწონათ.

კერძოდ კი, 11 აპრილს კეიტი და უილიამი განდის მუზეუმს ესტუმრნენ. ისტორიულ შენობაში შესვლის წინ კი, ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, აუცილებელი იყო ფეხსაცმლის გახდა. სწორედ ამის შემდეგ, მომხმარებლები კეიტის პედიკურსა და ფეხის ფორმაზე ალაპარაკდნენ.

f4c0bf64d4bb99a9b737d1c354e53972_fitted_740x700

b1abd26557568631345db6e43e9fe5dd_fitted_740x700

ნაწილის აზრით, კეიტს ბავშვობაში ვიწრო ფეხსაცმელი ეცვა და სწორედ ამიტომ გამოიყურება მისი ფეხები ასე. სხვებმა კი ირონიულად ისიც აღნიშნეს, რომ უამრავი კაბისა და სტილისტების მთელი ჯგუფის წაყვანას, უმჯობესი იქნებოდა, პედიკურისთვის მიეხედა, რადგან მსგავსი რამ ჰერცოგინიასგან დაუშვებელია.

e992cae5d2e76ecdad804997e52a113b_fitted_740x700

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები