უკვე ორი თვეა, ტაბლოიდები აქტიურად წერენ კემბრიჯის ჰერცოგინიას მესამე ორსულობის შესახებ. ტაბლოიდების მტკიცებით, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ოჯახში მატებისთვის ემზადებოდნენ. თუმცა, ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია.
ამ დღეებში მიდლტონი ედინბურგის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილს ესტუმრა. 34 წლის კეიტი სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი. მან აქტიურად ითამაშა ჩოგბურთი, ირბინა და მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა სავარჯიშოც შეასრულა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ მისი შესაძლო ორსულობის შესახებ ყველანაირი ეჭვი გაფანტა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ოჯახი ამ დროისთვის ორ შვილს: 2 წლის ჯორჯს და 9 თვის შარლოტას ზრდის.