კეიტ უინსლეტმა, რომელმაც „ოსკარების“ შემდეგ საზოგადოებას საკმაოდ ბევრი სალაპარაკო მისცა, თავისი ორსულობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
DailyMail-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ეს თემა დაეკონკრეტებინათ და უინსლეტს კითხვით მიმართეს, არის თუ არა მართლა ორსულად. „კატეგორიულად არა!’ – უპასუხა ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რომ მეუღლესთან, ნედ როკნროლთან ერთად 40 წლის უინსლეტი სამ შვილს ზრდის: 15 წლის მიას, 12 წლის ჯოს და 2 წლის ბეარს.