LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ომი გავრცელდეს საქართველოზე.. არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

87
Capture

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მათ არასდროს უსაუბრიათ საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან აფასებს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე. ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად. შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის.

შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე, თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად, რაც შეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ – დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა, აღადგინოს რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა.

აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ, არ არის სიმართლე“, – განაცხადა ელჩმა „იმედთან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები