LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება

67
კელი დეგნანი

„დამაბნეველია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება.

„საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რომელსაც საქართველოში 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მათ მოილაპარაკეს და შეათანხმეს სამოქმედო გეგმა სასამართლო რეფორმისთვის 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც რჩება ძალიან სასარგებლო გზამკვლევად. მასში ყოველი ელემენტი ეფუძნება საერთაშორისო და საშინაო პროფესიონალი იურისტების რეკომენდაციებს.

ბევრი მათგანი, მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თავად პარლამენტმა ითხოვა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რომელიც პარლამენტმა თავად მოითხოვა.

ასე რომ, დამაბნეველია, რატომ გრძელდება დანიშვნის პროცესი მაშინ, როდესაც ქართველმა ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტია გასაკეთებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

„დღეს, ამერიკის სავაჭრო პალატაში საუბრისას, ვფიქრობ, ვიხილეთ ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ აქ არსებობს მოქმედების თანაბარი პირობები, როდესაც ისინი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.

სურთ იცოდნენ, რომ მათი კონტრაქტების განხილვა მიუკერძოებელ სასამართლო დარბაზებში მოხდება და იქნება გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, თუკი მათ ასეთი სახის დავა ექნებათ. თუკი ისინი საქართველოში ამას არ დაინახავენ, სხვაგან განახორციელებენ ინვესტიციას.

ჩვენ, აშშ-ის საელჩო, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოში ინვესტიციები, ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს და შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამისთვის კი მთავარი ელემენტი არის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა,“- აღნიშნა ელჩმა.

მოხარული ვარ რომ სააკაშვილს შეუძლია წასვლა სასამართლოზე, ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან – კელი დეგნანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები