LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარული ვარ რომ სააკაშვილს შეუძლია წასვლა სასამართლოზე, ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან – კელი დეგნანი

55
Untitled design - 2021-11-29T112503.072

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ მოხარულია იმით, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს სურვილისამებრ დაესწროს პროცესს.

კელი დეგნანის თქმით, სასამართლო პროცესზე დასწრება ბრალდებულის უფლებაა და ასევე ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა სურვილისამებრ დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი.

ამგვარად, მე მოხარული ვარ რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლოზე, მე ვიმედოვნებ რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში, “ –  განაცხადა კელი დეგნანმა.

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, უკვე გადაიყვანეს თუ არა სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეუშვებენ, ნიკა გვარამია პირდაპირ ტრანსლირებას ითხოვს

გვარამია: კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები