LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

41
untitled-design-13

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება, – ამის შესახებ „ფორტუნას“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, უკვე მიიყვანეს.

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.

პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, ესკორტის თანხლებით, პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა გავიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები