რამდენიმე წუთის წინ, პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, იმყოფება თუ არა პენიტენციური სამსახურის ავტომობილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
არსებული ინფორმაციით, ესკორტის თანხლებით გორიდან თბილისისკენ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ხორციელდება.