LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ნოემბრის საქმეზე დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება – პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია იგეგმება

85
PET-2587-1-800x520

7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

უცნობია, მოხდება თუ არა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში ესკორტირება. თავად ბრალდებული სააკაშვილი მის სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები იმედოვნებენ, რომ პროცესზე დასწრებას თავად ბრალდებულიც შეძლებს.

“რა გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღოს სასამართლომ ან ახლა, ან მომავალში ამ საქმეზე,  ეს იქნება არა მართლმსაჯულების წარმოების პროდუქტი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების დეკლარაცია,” – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

თავის მხრივ, საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში მოყვანის გარეშე სხდომას არ ჩაატარებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

27 ნოემბერს, “ნაციონალური მოძრაობამ” მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მძლავრ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g