LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეუშვებენ, ნიკა გვარამია პირდაპირ ტრანსლირებას ითხოვს

136
მიშკა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს შეუშვებენ.

საქალაქო სასამართლოში შესვლას ამ დროისთვის ვერ ახერხებს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირება უნდა იყოს.

„სასამართლო პროცესზე ამ საკითხს დავაყენებ“. – განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს.

იგივე პოზიცია დააფიქსირა სააკაშვილის მეორე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 

მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მიემართა, მაგრამ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლისა და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერით უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა:

„ეს არის პროცესი, რომელზეც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და არსებობს პრეცედენტები, როდესაც „ლაივ“ რეჟიმში გადაიცემა ხოლმე პროცესები და ეს სხდომაც უნდა იქნას გადაცემული, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერესებს“.

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა დაგვიდასტურა რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ პროცესს დაესწრება.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.

მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები