LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება

107
კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

მისი თქმით, დელეგაცია უკრაინაში ჩასვლით გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის მრავალპარტიული დელეგაცია, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა – უკრაინის სუვერენიტეტისა ​და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის.

ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის დაპირისპირება ​არსებობს, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

„ამ ერთიანობის ნახვა ახლა არის ძალიან გამამხნევებელი. ეს არის მომენტი, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათლად განაცხადონ, რომ სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა ვერ იქნება შეწყალებული. ეს მიუღებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ქართული დელეგაცია უკრაინაში უკვე გაემგზავრა. დელეგაციაში არიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

mazda magti 5g