LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ეუთო/ოდირის ანგარიშები დაფასებულია მთელ მსოფლიოში, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ იქნება დაფასებული საქართველოშიც

67
1583415792-1583345265-კელი-დეგნანი

აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, ეუთო/ოდირი ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც არჩევნებს მთელ მსოფლიოში აკვირდება.

ამერიკელი დიპლომატი ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოდირის დასკვნა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აღიაროს და რომ ევროკავშირი ამ პროცესს დააკვირდება“.​

„საქართველო არის ეუთო-ს წევრი. ეუთო/ოდირი არის ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს მთელ მსოფლიოში.

მისი დასკვნები და შეფასებები ეფუძნება მწყობრ მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი გზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც პროფესიონალები არიან.

მათი ანგარიშები ეფუძნება სოლიდურ ანალიზებს და ძალიან დაფასებულია მთელ მსოფლიოში. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ იქნება დაფასებული საქართველოშიც, როგორც ეს წარსულში იყო“, – აღნიშნა ელჩმა.

კალიურანდი: საქართველოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ

 

პოპულარულები