LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელვინ ჰარისი ავარიაში მოყვა

61

ცნობილი შოტლანდიელი დიჯეი და ტეილორ სვიფტის ბოიფრენდი, კელვინ ჰარისი ავარიაში მოყვა. მუსიკოსის ავტომობილს ფოლკსვაგენ „ხოჭოს“ მარკის მანქანა დაეჯახა, რომელსაც 16 წლის გოგონა მართავდა. შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში ჰარისი და არასრულწლოვანი გოგონას ერთ-ერთი მგზავრი მოხვდნენ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც აღმოჩნდა, კელვინი ლას-ვეგასში Hangout Fest-ზე მიდიოდა, თუმცა ინციდენტის გამო საღამოზე გამოსვლა ვერ შეძლო, გადადეს ასევე მისი უახლოესი ღონისძიებებიც.

მიუხედავად უმნიშვნელო ტრავმებისა, ექიმებმა მისი საავადმყოფოში დატოვებისა და დაკვირვების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები