LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერი კალათბურთის მატჩზე 10 000 დოლარიანი ჩექმით მივიდა

309

კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წარმომადგენლებისთვის სიტყვა ზედმეტი რას ნიშნავს, როგორც ჩანს, უცნობია. 22 წლის კენდალ ჯენერის თაყვანისმცემლებს საერთოდ არ გაკვირვებიათ, როდესაც კალათბურთის მატჩზე მოდელმა არც თუ ისე საგულშემატკივრო სამოსი აირჩია. თავისი ახალი შეყვარებულის, ბლეიკ გრიფინის მხარდასაჭერად, რომელიც Los Angeles Clippers-ში თამაშობს, ჯენერმა 10 000 დოლარიანი ჩექმა აირჩია.

პაპარაცებმა კენდალი Staples Center-ის ტრიბუნაზე ბლეიკის გუნდისა და Memphis Grizzlies-ის თამაშისას დაფიქსირეს. სპორტული ღონისძიებისთვის მოდელმა ჯინსი, სვიტერი და Saint Laurent-ის მაღალი ჩექმა აირჩია, რომელიც Swarovski-ს სამი ათასი კრისტალით არის გაწყობილი.

22 წლის კენდალ ჯენერი და 28 წლის ბლეიკ გრიფინი ერთმანეთს სექტემბრიდან ხვდებიან. წყვილი საზოგადოებაში ერთად არაერთხელ გამოჩენილა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები