,,კი თუ არა”, – სწორედ ამ შეკითხვით, კენდალ ჯენერმა ,,ინსტაგრამის” გამომწერებს მიმართა და ახალი ფოტო გაუზიარა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით უამრავი აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი იმიჯის საკუთარ თავზე გამოცდა შესაძლებელია, ამ დრომდე უცნობია, რამდენად რეალურია ახალგაზრდა ვარსკვლავის ცვლილება, რომელიც მის თმას ეხება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა წინამო შეიჭრა.
აღსანიშნავია, რომ გოგონას ტრანსფორმაცია ინტერნეტმომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს და მეტიც, ის დედას, კრის ჯენერსა და მის კოლეგას, ემილი რატაკოვსკის შეადარეს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი იმიჯით კენდალ ჯენერი 2015 წელს American Music Awards-ზე გამოჩნდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას თმაზე ხელოვნური წინამო ეკეთა.