LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდრიკ ლამარის პერფორმანსის ნახვებმა ,,სუპერ ბოულზე” მაიკლ ჯექსონისას აჯობა

191
Kendrick-Lamar-GettyImages-21986

კენდრიკ ლამარის წარმოდგენამ ,,სუპერ ბოულის” ტაიმებს შორის შესვენებაზე აქამდე გამართულ პერფორმანსებს შორის, ახალი რეკორდი დაამყარა. რეპერის სანახაობა ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალზე, ყველა დროის ყველაზე ყურებად შოუდ იქცა.

ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს 150 ქვეყანაში, ჰიპ ჰოპ არტისტის გამოსვლას პირდაპირ ეთერში თვალს, 133.5 მილიონი მაყურებელი ადევნებდა. ამ შედეგით, მან მაიკლ ჯექსონის პერფორმანსის სატელევიზიო აუდიტორიის რაოდენობას აჯობა, რომელიც ამ დრომდე თემატურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა.

ცნობისთვის, პოპის მეფის 1993 წლის შესრულებას მსოფლიოს 125 ქვეყანაში, 133.4 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ კენდრიკ ლამარი ,,სუპერ ბოულის” ისტორიაში პირველი სოლო ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელიც ამერიკულ სპორტულ მოვლენაზე ჰედლაინერის სტატუსით წარდგა.

ჰიმნი ქცეული სიმფონიად – ჯონ ბატისტის მიერ ფერად როიალთან შესრულებული ამერიკის ჰიმნი „სუპერ ბოულზე“

შეგახსენებთ, რომ პოპულარული არტისტების მიერ Super Bowl-ის ტაიმ-აუტის მუსიკალურად გაფორმებას საფუძველი, 90-იან წლებში ჩაეყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები