ლოს-ანჯელესში, ,,გრემის” 68-ე დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ტრიუმფატორად, კენდრიკ ლამარი იქცა. რეპერს მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს პრეტენდენტთა შორის ყველაზე მეტი, ცხრა ნომინაცია ჰქონდა მინიჭებული, რომელთაგან ხუთში მოიგო.
ამ მაჩვენებლით, ლამარმა ჯეი-ზის გადაუსწრო და დაჯილდოების ისტორიაში პირველ რეპერად იქცა, ვისაც ყველაზე მეტი ჯილდო დაუგროვდა. ამრიგად, მის ანგარიშზე – 27 ,,გრემია”.
აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ არტისტი შარშანდელი ,,გრემის” ტოპ ნომინანტი და ტრიუმფატორიც იყო.
კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”

ექვსიდან სამ, მათ შორის ,,წლის ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებულად, ბედ ბანი მოგვევლინა.
ორი ჯილდო შეხვდა ლედი გაგას, რომელიც დაჯილდოების ასევე ერთ-ერთი ტოპ ნომინანტი იყო. არტისტი ღონისძიების სცენაზე სიმღერის – Abracadabra პერფორმანსით წარდგა.
საღამოზე როზემ და ბრუნო მარსმა გასული წლის ერთ-ერთი ტოპ ჰიტი – APT. შეასრულეს. ამ უკანასკნელმა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლიც – I Just Might იმღერა.
ბრუნო მარსის სოლო კარიერის ახალი ერა ოფიციალურად დაიწყო – არტისტმა ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა
4 წლის შემდეგ, დაჯილდოების სცენაზე ჯასტინ ბიბერიც გამოჩნდა.

დაჯილდოების მემორიალურ ნაწილში პატივი გასულ წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს, მათ შორის ოზი ოსბორნს, დი’ანჯელოს, რობერტა ფლეკსა და ენჯი სტოუნს მიაგეს.
წლევანდელი ,,გრემის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა
