LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა მიღებულ მოსავალს აღემატება

83

ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიღებულ მოსავალს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე გამართული შეხვედრის დროს განაცხადეს.

მათი განმარტებით, შესაბამისად, ფერმერებს საშუალება აქვთ გააფართოონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ წარმოება.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარადგინა და რეგიონების პოტენციალზე ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა.  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ კი ფერმერებს აგრობიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები გააცნო.

სამუშაო შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა გურჯაანში კენკროვანი კულტურების პლანტაციები დაათვალიერეს. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები