კეტი ჰოლმსმა გადაწყვიტა, წითელი საღამოს კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ნიუ-იორკის მეტროთი ემგზავრა.
36 წლის მსახიობმა საკუთარი ფოტო „ინსტაგრამზე“ განათავსა და აღნიშნა, რომ „ქუსლებსა და მატარებელს არაფერი ჯობია“.
ჰოლმსისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უცხო არ არის, მას 9 წლის ქალიშვილ სური კრუზთან ერთად ხშირად ხედავენ მეტროში, თუმცა ამჯერად, გამოსასვლელი კაბით მიწისქვეშა ტრანსპორტში ჰოლმსი ჟურნალის ფოტო-სესიისთვის ჩავიდა.