ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ცნობილი მუსიკალური პროექტის, American Ido-ის ახალი, დუეტების ტურის ვიდეო. ქართველი მაყურებლისთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულად ამაღელვებელია, რადგან წელს მონაწილეებს შორისაა ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეც. უკვე ცნობილია, რომ დუეტების ტური ქართველმა მუსიკოსმა წარმატებით გაიარა.
ყველა მონაწილე დუეტების ტურში უცვლელი ჟიურის წინაშე წარდგა. ლაიონელ რიჩისა და ლუკ ბრაიანს გვერდს კეტი პერი უმშვენებდა. 38 წლის მომღერალი დუეტების ტურზე ბრწყინავდა ულამაზეს წითელ ორეულში, რომელიც „დიდუს“ ბრენდს ეკუთვნის. კაბის ღირებულება, ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე, 1000 ამერიკული დოლარია.
დაგრძელებული წამწამის „ეფექტი“ – კეტი პერის კონცერტზე თვალი ისე დაეხუჭა, რომ გახელა ვერ შეძლო