მომღერალი და „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წევრი, კეტი პერი „ინსტაგრამზე“ ფოტოებს და ვიდეოებს გვიზიარებს, რომელიც პროექტის მორიგი შოუს დაწყებამდე, კულისებშია გადაღებული. 38 წლის პერის იასამნისფერი სამეული, შარვალი, ტოპი და პიჯაკი ამშვენებს. აღნიშნულ „ლუქს“ მან მკვეთრი მაკიაჟი და გადაწეული თმა შეუხამა.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ „ამერიკის ვარსკვლავმა” ჰოლივუდის ტურის შემდეგი ეტაპის ანონსი გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ასრულებენ დუეტებს ერთმანეთთან კონკურსანტები. მათ შორის არის ნუცა ბუზალაძეც. ვიდეოში ჩანს, რომ ის ემოციებისგან ტირის.
დაგრძელებული წამწამის „ეფექტი“ – კეტი პერის კონცერტზე თვალი ისე დაეხუჭა, რომ გახელა ვერ შეძლო