კეტი პერი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში მონასტრის ყიდვას გეგმავს. მონასტერი 2011 წლამდე მოქმედი იყო, თუმცა ეპარქიამ გადაწყვიტა, სხვა ადგილას გადაეტანა. გადასვლას ყველა მონაზონი არ დათანხმდა, ხუთი მათგანი კვლავ შენობაში ცხოვრობს და ეპისკოპოსისგან შენობა ნაწილობრივ გამოისყიდეს, ამრიგად, ახლა მონასტრის უძრავ ქონებას ორი პატრონი ჰყავს, მონაზვნები და ეპარქია.
უზარმაზარი შენობის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და მფლობელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. მონაზვნებს სურთ მონასტერი რესტორნების მფლობელ დან ჰოლესტერს 15,5 მლნ დოლარად მიყიდონ, ეპისკოპოსი კი შეპირდა კეტი პერის, რომ შენობას 14.5 მლნ დოლარად მიჰყიდოს.
მომღერალი შეხვდა უკვე მონაზვნებს, რომ თანხმობა მათგანაც მიეღო, თუმცა ისინი პერის კატეგორიულ უარს ეუბნებიან.
Los Angeles Times წერს, რომ სასამართლომ მონაზვნებისა და რესტორატორის შეთანხმება გააუქმა, ასე რომ კეტი პერი, დიდი ალბათობით, მონასტრის მფლობელი გახდება.