LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კეთილი იყოს ჩვენი ფეხი პარლამენტში” – “გირჩის” წევრები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ

102
Untitled design (3)

პარტია “გირჩის” წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, პარლამენტში მივიდნენ.

ცოტა ხნით ადრე კი მათ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შესახებ პოლიტიკოსებმა 16 აპრილს განაცხადეს და თქვეს, რომ “უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებდნენ, პარლამენტში მუშაობას დაიწყებდნენ, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებოდნენ.

ორშაბათს პარლამენტში მივალთ, გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ, ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას: მეგრელიშვილი

საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შემდეგ პარტიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მათ დოკუმენტს ხელი ფორმალურად მოაწერეს და ახლა, პირველ რიგში, ელოდებიან ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდნენ პარლამენტის დარბაზში.

“ამავდროულად, თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში და მანამდე, სანამ ეს მოხდება, ჩვენ კულუარებში ან დერეფანში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის დარბაზში.” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, “გირჩის” წარმომადგენლებმა, 12 აპრილს მოთხოვნების 7-პუნქტიანი ჩამონათვალი გაავრცელეს და თქვეს, რომ “გირჩი” ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g