მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელის მომხმარებლებს საკუთარ ბედნიერებას უზიარებს.
როგორც ფეისბუკის დამფუძნებელი წერს, მესამე შვილის მამა გახდა.
მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა პატარას აურელია დაარქვეს.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება მსოფლიოში, აურელია ჩან ცუკერბერგ! დალოცვილი იყავი“, – წერს ცუკერბერგი.