LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტრინის ვარდი – ქეით მიდლტონმა საავადმყოფოს ეზოში ყვავილები დარგო, რადგან ამბობს, რომ ბუნება მას კიბოს დამარცხებაში დაეხმარა

222
ქეით მიდლტონმა საავადმყოფოს ეზოში ყვავილები დარგო, რადგან ამბობს, რომ ბუნება მას კიბოს დამარცხებაში დაეხმარა

ქეით მიდლტონს ყველა ელოდა უიმბლდონის მატჩებზე, თუმცა, სავარაუდოდ უელსის პრინცესა ტურნირის ფინალამდე არ გამოჩნდება. გუშინ ის კოლჩესტერის საავადმყოფოში სამეფო მებაღეობის საზოგადოების ღონისძიებას დაესწრო, სადაც მისი სახელობის ვარდი – კეტრინის ვარდი დარგო.

უელსის პრინცესა შოკოლადისფერ, მოკლე შარვალში გამოჩნდა, რომელსაც ქეითმა ყავისფერი პიჯაკი და იმავე ფერის ზოლიან პერანგი შეუხამა.
გასაკვირი არ არის, რომ ქეითი ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ის მებაღეობით მრავალი წელია დაინტერესებულია, ხშირად საუბრობს ბუნებასთან კავშირის მნიშვნელობაზე და ამ იდეების ფართო მასებისთვის პოპულარიზაციაზე. ქეითის თქმით, სწორედ ბუნებასთან ეს კავშირმა დაეხმარა მას კიბოს დაძლევაში.

ქეით მიდლტონი ულამაზეს თეთრ პიჯაკსა და შლაპაში უინძორის სასახლის ღონისძიებაზე

სამეფო ელეგანტურობა: ქეითის ცისფერმა კაბამ ლონდონში გამართული სამეფო აღლუმი დაჩრდილა

ქეით მიდლტონი „ემილია ვიკსტიდის“ ყვითელ კაბაში „ყვავილების ფესტივალზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g