LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KFC კიდევ სამ ობიექტს გახსნის

408

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი KFC საქართველოში ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანია მიმდინარე წელს 3 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” ”ქეი-ეფ-სის” მარკეტინგის დირექტორმა მაკო მეტრეველმა განუცხადა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს გლდანის ”სითი მოლში”, სადაც ბრენდის ახალი ობიექტი მარტის შუა რიცხვებში გაიხსნება. ადგილზე დაახლოებით 20-დან 24-ამდე ადამიანი დასაქმდება.

”ვაგრძელებთ ქსელის გაფართოებას. პირველ ობიექტს 2017 წელს გლდანში გავხსნით. იგეგმება ”ქეი-ეფ-სის” გახსნა რუსთაველის გამზირზეც. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერეა თბილისთან”, სადაც ჩვენი ობიექტის განთავსებას ვფიქრობთ. რაც შეეხება, მესამე რესტორანს, გვინდა საბურთალოზე დაბრუნება პეკინზე დახურული ფილიალის სანაცვლოდ”, – აღნიშნა მაკო მეტრეველმა. მისივე ინფორმაციით, ”ქეი-ეფ-სის” თითო ობიექტის გახსნა დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.

ცნობისთვის, კომპანიამ Iberia Food Company-მ ფრენჩაიზის ხელშეკრულებას ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან KFC (ქეი-ეფ-სი) ხელი 2014 წელს მოაწერა. ამ ეტაპზე საქართველოში ბრენდი სწრაფი კვების 3 იბიექტითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g