LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: „პროდუქტების ფასებს ცეცხლი უკიდია.. ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით ივანიშვილს და კობახიძეს ვუგზავნით“

175
Untitled design (1)

„ივანიშვილმა და კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ მოქალაქეებს ეს პრობლემები აწუხებთ – გაძვირებული პროდუქტის ფასები“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, შეძენილი პროდუქტების ფასების ჩამონათვალს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნიან.

„ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება ნამდვილად გაძვირებული აქვს.

ამ ჩეკს, თავისი ფასების ჩამონათვალით, დღეს ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში ვუგზავნით. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა იზრუნონ ხალხზე, ფასებზე და ის პოლიტიკური ბოდიალი, რასაც აკეთებენ, ჩვენ მოსახლეობას არ აინტერესებს. ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებია ის ფასები, რომელთანაც ყოველდღიურად უწევთ გამკლავება. შესაბამისად, ახლა ამ ფასებს ავიღებთ და კანცელარიაში ჩავაბარებთ.

ამას ყოველდღე გავაკეთებთ, თუ ისინი არ დაინტერესდებიან ჩვენი მოქალაქეების პრობლემებით. ეს ნამდვილას ფასების გაძვირებაა. გაძვირებული პროდუქტები – რძე, კარაქი, ბრინჯი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთში და თურქეთში ბევრად იაფია და ცხადია, გაჩნდება კითხვა, რატომ არის საქართველოში გაძვირებული პროდუქტები, ხოლო, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იგივე პროდუქცია იაფი ღირს. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს: ივანიშვილი და ივანიშვილის პარტია გამდიდრდეს, ხალხის კეთილდღეობა, ცხადია, არავის აინტერესებს. ეს არის შესაცვლელი, ეს დამოკიდებულება ჩვენ უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები