LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: „თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – სებში შეაღწია სუსმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებითაა დაკავებული“

161
ხაბეიშვილი და თურნავა

„საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე, ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ზემოქმედებას ეცდება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

აღნიშნულით, ხაბეიშვილი ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი ჩამოიშალა.

„საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თურნავას ეს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ აიწია, გაიზარდა და გაუფასურდა ლარი, კიდევ უფრო არ გაუფასურებულა, ეს ერთი გადაწყვეტილება 80 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

ამასობაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება სუსის კონტროლის გაძლიერებას ეროვნულ ბანკში. კონკრეტული ეს გადაწყვეტილებებიც მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე კონკრეტულად მიუწვდებოდეს ხელი უკვე სუსს, ბატონ ლილუაშვილს, რომელიც ახორციელებს მამაოების, პოლიტიკოსების, პედაგოგების თვალთვალს და მიყურადებას.

თურნავა – საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში

საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას.

ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუსს, ანუ ბიძინას უსაფრთხოების სამსახურს. სწორედ ამიტომ, შემდეგში რომ ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, სუსი ეცდება ეროვნული ბანკი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს.

„უკვე ვთქვი და გავიმეორებ – მე არ მაინტერესებს სახელი და გვარი.. რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა“ – ნათია თურნავა

ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g