LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

301
ნათია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი დაიმატა. აღნიშნულ პოზიციაზე მან მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. იგი ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა. ეს უკანასკნელი საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამ დროისთვის ნათია თურნავას სულ ორი მრჩეველი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.