LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: უმძიმესი რეალობაა გურიაში – ადამიანებმა პირველადი მოხმარების ნივთები რომ იყიდონ, მდინარის ფეხით გავლა უწევთ

323
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„უმძიმესი რეალობაა გურიაში. ადამიანებმა პირველადი მოხმარების ნივთები რომ იყიდონ, უწევთ მდინარის ფეხით გავლა, რადგან არ არსებობს გზა. თავდაცვის სამინისტრომ კი უკვე მეხუთე დღეა არ უზრუნველყო, რომ მოეწყოთ დროებითი ხიდი, რათა ამ ადამიანებს გამარტივებოდათ გადაადგილება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა გურიაში, სტიქიის ზონაში, სადაც ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, იმყოფება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი, „ფაქტობრივად გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ ხორეთში ჩავიდა, სადაც მისასვლელი სამანქანო ხიდი წყალმა სრულად წაიღო და სოფელში მოხვედრა მხოლოდ მდინარეზე საფეხმავლო გადასასვლელით არის შესაძლებელი“.

„მინდა, რომ მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ გურიაში განვითარებულ მოვლენებზე. უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გურიაში, სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ძალიან მძიმეა ამ რეალობის აღწერა და ასევე ის ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ სტიქიას ასეთ მძიმე მდგომარეობაში არიან. სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ოთხი დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შეეძლო აქ, რომ დროებითი ხიდი მოეწყო, რომ ადამიანებს არ ევლოთ მდინარით. პენსიონერები, ბავშვები დადიან ფეხით მდინარეზე, რომ მივიდნენ რაიონულ ცენტრამდე, რათა იყიდონ პირველადი მოხმარების ნივთები.

უმძიმესი პრობლემაა სოფელ ჩოჩხათის თემი, რომელიც მოწყვეტილია ჩოჩხათის რაიონულ ცენტრს, ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი იყო, რომელიც სტიქიამ გაანადგურა სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს, არის მარტო ეს ხიდი და უკვე მეხუთე დღეა, რაც ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან და ადამიანებს პროდუქტების მოტანა უწევთ მდინარეზე ფეხით გადასვლით. ამ პრობლემების მოგვარება არის ხელისუფლების საქმე და ახლა სრულიად მთავრობა უნდა იყოს მობილიზებული, რომ ამ ათობით ოჯახს პრობლემა არ შეექმნას და არ უწევდეთ გადაადგილება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს დროებითი ხიდის მოწყობის შესაძლებლობა. ადამიანები დარჩენილები არიან პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე, რომ გითხრათ, რომ ბევრის შესაძლებლობა გვაქვს – არა, მაგრამ რისი შესაძლებლობაც გვაქვს ამ ადამიანებს მინიმალურად დავეხმარებით, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მათი ფუნქციაა. რამდენიმე წუთის წინ პირდაპირი მნიშვნელობით ჩაგვიქროლეს სამთავრობო ექსპორტით ჩიგოგიძემ, ცხადია დაბურული დიდი ჯიპებით, არც გამოუხედავთ, ისე გაიარეს ეს გადასახვევი, არც დაინტერესებულა გურიის მაჟორიტარი თავის მხევლებთან ერთად.

სოფელი მოწყვეტილია რეალობას ,მაგრამ ეს მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იგივე პრობლემაა სხვათა შორის სოფელ მამათში და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დროებითი ხიდის გაკეთება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g