LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, საჭიროა, ჩატარდეს თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები“ – გიორგი პატარაია

135
Untitled design (4)

„სამწუხაროდ, ხაბეიშვილის მხრიდან ძალიან სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

ვიდეო: „ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ – რა კითხვას უპასუხა წერილობით ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში

გიორგი პატარაიას თქმით, ეს წარმოუდგენელი ამბავია.

„ჟურნალისტის კონსპექტს პარტიის თავმჯდომარე ხელს აწერდეს, მსგავსი რამ თუ მენახოს, რა საცოდაობაა“ – ეკა ხერხეულიძე

„ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ საბჭოთა კავშირის დროს, პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და რაღაც სასჯელებს უწესებდნენ. წარმოუდგენელი ამბავია იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხან მიდიოდა და ხან მოდიოდა“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

ამასთან, როგორც გიორგი პატარაიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.

„ნამდვილად არასდროს არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ პარტიაში ვარ 22 წელიწადია და არც ახლა ვაპირებ წასვლას. აღნიშნული პიროვნება (ხაბეიშვილი)თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგას ვიხილავთ.

შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პარტიიდან ვინმეს გარიცხა ან გაგდება არავის არასდროს მოსვლია აზრად. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

გიორგი პატარაიას თქმით, იმისათვის, რომ პარტიაში ერთიანობა შედგეს, პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ სააკაშვილის მხრიდან სასამართლოზე ჩართვის დროს ვიხილეთ მოწოდება ერთიანობისკენ, ამ ყველაფერს მე ვიზიარებ. მანიფესტზე პარტიის წევრებისგან მოვისმინე, რომ აუცილებელი არ იყო მანიფესტზე ხელის მოწერა ან არმოწერა. ასევე, ლევან ბეჟაშვილის ცოტა გასაკვირი კომენტარი ვიხილეთ, რომ მანიფესტი შეიქმნა იმ სამი ადამიანის გასარიცხად, რომელთაგან ერთ-ერთის, ნიკა მელიას გარიცხვა უკვე ვიხილეთ. ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება პოლიტიკური განაცხადია. წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აქვს უფლება, პარტიის წევრი გარიცხოს. ბოლო ყრილობის ჩატარების შედეგად შევიდა ცვლილებები და უკვე შეუძლია, ერთპიროვნულად გააგდოს ადამიანი.

არ ვფიქრობ, რომ რაღაც მანიფესტებზე ხელმოწერით დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ჩემი ერთგულება „ნაციონალური მოძრაობის“ ან ამ ქვეყნის მიმართ. ვიმედოვნებ, პარტიის დღევანდელი თავმჯდონარე ჭკუას მოუხმობს და დაუჯერებს პარტიის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა პარტიაში გაერთიანება მოხდეს. ამისთვის საჭიროა, ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები. თავის თავზე აიღოს პასუხუსმგებლობა იმ შეცდომებზე, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში პარტიაში მოხდა, პასუხისმგებლობა აიღოს დაპირებებზე, რომლებიც ვერ შეასრულა, გადადგეს, ასევე ჩატარდეს პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები. მე პარტიაში სტატუს კვოს აღდგენას ვითხოვ“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის.. ხაბეიშვილი არის, მაგრამ – არსად არ არის“ – გია ხუხაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g