LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილს წინასწარმეტყველება აუხდა: დეპუტატს ბრალი იქითაც წაუყენეს

121
BeFunky-collage (49)

ძველი თბილისის სამმართველოში თბილისის საკრებულოს დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამოძიება თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსისი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ოპოზიციონერ დეპუტატს ბრალი ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე წარედგინა.

ხაბეიშვილი წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ სურთ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

“აკი ვიწინასწარმწტყველე ბრალს მიყენებენ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე, სასტიკად გამისწორდა ხაბეიშვილი და ფაქტობრივად სრულიად “ოცნება” დაგვარბიაო. მოახერხეს და ჩემზეც უნდა აღძრან სისხლის სამართლის საქმეს. ტატამიაა, ტატამიი…” – წერს საკუთარ გვერდზე ლევან ხაბეიშვილი.

24 იანვარს თბილისის საკრებულოში  ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” დეპუტატებსაც წარედგინათ ბრალი. ამის შესახებ განცხადება გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინა

შეგახსნებებთ, ღომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში – ნაცემია ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები