LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე პენიტენციურს სააკაშვილის წერილების გაგზავნის აკრძალვაზე განმარტებისთვის მიმართავს და ექსპერტიზაში FBI-ს ჩართვას ითხოვს

166
სააკაშვილი და ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა FBI-მ ჩაატაროს. როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, დაცვის მხარის სურვილია, ეს პროცესები რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, მათ ახალი შეზღუდვები დაუწესეს. კერძოდ, ოჯახის წევრებს წერილების გამოტანა, ხოლო ადვოკატებს შაბათ-კვირას ყოფილი პრეზიდენტთან შესვლა აეკრძალათ.

„ხომ უნდათ ექსპერტიზის ჩატარება? FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა. შაბათ-კვირას ადვოკატებს შესვლა აგვიკრძალეს, ოჯახს წერილები აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა.

“სააკაშვილი შეიძლება ნებისმიერ დროს გარდაიცვალოს” – მასიმო დანჯელო

რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვ, რა რეგულაციებია, პრემიერმინისტრის მიერ მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია.

ზედმეტი შოუს ელემენტებია ამის უკან რაღაც დგას, ვითომ, ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატი აღნიშნულზე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და უწყებისგან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.

ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა.

ყველაფერი დადგმულია – მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის: კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, იქნებ ახალ წლამდე ეს მოესწროს, სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა იმიტომ, რომ დანარჩენ ექსპერტებთან მიმართებაში, არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ რამდენიმე, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი.

დანარჩენი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვაქვეყნოთ კიდეც ეს ჩვენებები. ამიტომ ზეგ გვექნება სასამართლოსთვის თხოვნა, რომ იქნებ ახალ წლამდე 2 პროცესი მაინც ჩაინიშნოს. ახალი წლის მერე კიდევ 2-3 პროცესი და ამით დამთავრდეს ეს.

მე გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, შეკითხვით, რომ ფაქტი ერთი, რომ შაბათ-კვირას ადვოკატები არ შეუშვეს, რაც ამდენი ხანს არ ყოფილა და წერილების გამოტანა. ეს წერილები არ არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ან რაღაც, ამ ყველაფერს აქვს თავისი წესები, ნორმები. ისიც გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს ამ ადამიანს.“ – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

“გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად” – მარკ ფეიგინის მიმართვა მსოფლიოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g