LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი მომავალშიც გვერდით დაგვიდგება, რომ მათზე ვიზრუნოთ: თორნიკე რიჟვაძე შუალედურ არჩევნებზე

120
თორნიკე რიჟვაძე

ცხრა საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს. ღირსებამ და სიმართლემ გაიმარჯვა, რისთვისაც დიდი მადლობა ბათუმელებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი შედეგი არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი ეროვნული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგი, რასაც შესაბამისი მხარდაჭერა და შეფასება აქვს ქართულ საზოგადოებაში, ბათუმში და ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.” აცხადებს რიჟვაძე

“ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისა და ხალხის სამსახურს, დარწმუნებული ვარ, ხალხი მომავალშიც გვერდით დაგვიდგება, რომ მათზე ვიზრუნოთ“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან „ძველი ბიჭების“ მობილიზებაზე საუბრობდნენ, რიჟვაძე პასუხობს: „ამ არჩევნებს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს“.

„ჩვენი შტაბის თანამშრომლები, გუნდის ლიდერები იყვნენ საარჩევნო უბნებზე და მათი მხრიდან იყო მობილიზებული კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე პოლიტიკოსები. მიუხედავად ამისა, ვერავინ მიაყენებს ამ არჩევნებს ჩრდილს, ვინაიდან, ამ შუალედურ არჩევნებში დაახლოებით 45%-მა მიიღო მონაწილეობა. რამდენი სიცრუეც არ უნდა მოვისმინოთ, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ამ არჩევნებს. ამასთან, ბათუმის ამ ოლქში კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობდა, რაც ნოვაციაა და პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერ ჩარევას საარჩევნო პროცესში. თეთრიც და შავიც ყველაფერი კარგად გამოჩნდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად მე, ჩემს ოჯახსაც, ჩვენს კანდიდატს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გუნდშია, უამრავი სიბინძურის და სიცრუის მოსმენა უწევდა, მაგრამ ბათუმელებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ცხრა უბნის მონაცემებით, დაახლოებით 10 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ჩვენი კანდიდატი 3 ათასი ხმით ლიდერობს. ჩვენს მოძმე სახელმწიფოში ომი მიმდინარეობს, რის გამოც არ გვქონდა სრულფასოვანი კამპანიის წარმოების საშუალება, მაგრამ ჩვენმა კანდიდატმა შეძლო ყველა ამომრჩეველთან თავისი სათქმელი მიეტანა და ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g