საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს ქართული პოლიცია ხალხის დასაცავია. მისი თქმით, პოლიციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის მოყვება ხოლმე ძალიან დიდი არეულობა ქვეყანაში. ის განმარტავს, რომ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა, მთავარი დასაცავი აღმოჩნდა ქართული პოლიცია, რაც მისი თქმით, მძიმე სანახავია.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ იყო მიმართული ეს მეთოდური პოლიტიკა, ასე არაა. მეთოდურად სუსტდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები. ქართველი პოლიციელი არის სახელმწიფოს და მართლწესრიგის დამცველი. დღეს ქართულ პოლიციას სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა მორალურად და თუ სამწუხაროდ მოხდა და ამის საჭიროება გაჩნდა, ფიზიკურადაც უნდა დავუდგეთ გვერდში”, – აცხადებს მარგველაშვილი. ის ამით “თბილისი პარიდის” გარშემო მიმდინარე მოლენებს გამოეხმაურა.
„თუ ამ შეჯახების დროს, ჩვენ გვინდა საქართველო დავიცვათ, უნდა ვიდგეთ ქართული პოლიციის გვერდით, იმიტომ რომ ისინი აღასრულებენ კანონს. პოლიციელებს მორალურადაც უნდა დავუჭიროთ მხარი, ჩვენნაირ რიგით მოქალაქეებს, რომლბიც სახლში უნდა დაბრუნდნენ, შვილებთან და ცოლებთან და გადიან სახელმწიფოს და საქართველოს გულისთვის, რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს. ძალიან მძიმეა კიდევ ერთხელ ნახვა იმისა, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ქართველ პოლიციელს და ეს ყველასთვის მძიმეა, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, ან ერთი ან მეორე მიმართულებით. ამიტომ სახელმწიფომ უნდა აღასრულოს თავისი ფუნქცია, თუ არ არის შესაძლებელი საზოგადოებრივი დიალოგი, დააშორიშოროს ეს ადამიანები ერთმანეთს. ამ აღსრულებაში კი მუდმივად თითს კი არ უნდა ვუქნევდეთ, არამედ პოლიციას მხარში უნდა ვედგათ სერიოზულად“, – ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
