LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხის ძალის“ დეპუტატი: „მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების“ ცალკეული ქმედებები“

128
ეკა სეფაშვილი

„მე არა როგორც ქალი დეპუტატი, არამედ როგორც დეპუტატი ვგმობ ყოველგვარ ძალადობას – მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების“ ცალკეული ქმედებები“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სეფაშვილმა განაცხადა.

როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი სურვილია 2020 წლიდან პარლამენტში მომხდარი ფაქტები სქესისგან დამოუკიდებლად გამოიძიონ.

დაპირისპირება პარლამენტში: „ოცნების“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია, რის გამოც ანა წითლიძემ ლევან მგალობლიშვილს ქაღალდები ესროლა

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრის დროს რატი ბრეგაძეს სიტყვა შეაწყვეტინა.

„მე, არა როგორც ქალი დეპუტატი, არამედ როგორც დეპუტატი ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ბილწსიტყვაობას და ეთიკის ნორმების დარღვევას.

მოვითხოვ ყველა იმ შემთხვევის გამოძიებას, რომელმაც გამოიწვია თუნდაც „ოცნების“ ცალკეული ქმედებები, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების ბილწსიტყვაობით, გინებით და ძალიან კარგი იქნება, თუ თავიდან დავიწყებთ, გადავახვევთ კადრებს და ყველა შემთხვევა იქნება გამოძიებული, ყველა იმ პიროვნებას ვინც დაარღვია ეთიკა პარლამენტში, მოეთხოვოს პასუხი იმისგან დამოუკიდებლად ქალია თუ კაცი.

მხოლოდ ამის შემდეგ მაქვს იმედი, რომ თავს შეიკავებენ დეპუტატები და იზრუნებენ პრობლემების გადაწყვეტაზე და არა ცირკის მოწყობაზე პარლამენტში და ამით თავის გამოჩენაზე.

„ოპოზიციის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა – ქალი იქნება თუ კაცი, უკიდურეს პროვოკაციაზე მიდის..“ – ნინო წილოსანი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

ოპოზიციონერი ქალების წივილ-კივილს მე ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ ალბათ, სპეციალურად აქვთ შემუშავებული ეს ტაქტიკა, რომ კაცები ხმას არ იღებენ და ქალებს უშვებენ წინა ფრონტზე, ეს კაცების უსუსურობაზე მეტყველებს.

მე დავსძენ, რომ ეს დაუშვებელია ორივე მხრიდან – ქალი იქნება თუ კაცი, ბილწსიტყვაობა პარლამენტში არც ერთს არ შეშვენის.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.. ის, რაც ვიხილეთ უმსგავსობაა, ქართული კულტურისათვის უღირსი და სამარცხვინო საქციელია

იმედი მაქვს ყველა ცალკეულ შემთხვევას სქესისგან დამოუკიდებლად გამოიძიებს ეთიკის კომისია 2020 წლიდან მოყოლებული, მათ შორის მაგიდებზე სირბილს, მაგიდების გადაყირავებას, ტელეფონების სროლას, წყლის დასხმას და ა.შ.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები