“ სასამართლო, ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია!,” – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში განვითარებული მოვნენების შესაფასებისს თქვა.
ხაზარაძის განცხადებით, სასამართლო და ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.
“4 კილომეტრი ვიარე, იმიტომ რომ გადაკეტილია მთელი ქალაქი, იმის გამო კი არა, რომ წარსულზე ვილაპარაკო. ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკეთ, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი, პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს
