LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს გარეთ გამოსვლის სურვილი არ აქვს, ბენზინს ხომ არ დავისხამ სტუდიაში – ნათელაშვილი

280
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ხალხის ქუჩაში გამოყვანის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხალხს გარეთ გამოსვლა არ უნდა.

„ხალხს გარეთ გამოსვლის სურვილი თუ საშუალება არ აქვს. სხვა რა საშუალება შეიძლება იყოს ამათ დასამხობად?!

ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც აიკრძალა იმის გამო, რომ არ შევედით იმ პარლამენტში, არ დავემორჩილეთ და არ გავხდით ის ოპოზიცია, რასაც ხედავთ, ამიტომ აგვკრძალეს. წაგვართვეს რეკლამის უფლება, ჩამოგვართვეს საარჩევნო კომისიის წევრები 3800 უბანზე და წაგვართვეს დაფინანსება.

ასევე გაგვრიცხეს პარლამენტიდან, მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ, ბენზინს ხომ არ დავისხამ სტუდიაში და თავს დავიწვავ?!” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„შეწყდეს სააკაშვილის წამება“ – ენმ აჭარაში ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g