LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეწყდეს სააკაშვილის წამება“ – ენმ აჭარაში ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს

92
ენმ აჭარა

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება რუსეთისადმი მაამებლურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში.

ამ ფონზე, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსეთის საამებლად ხელისუფლება იყენებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უკიდურეს ფორმებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

„გთხოვთ, დაგვეხმარეთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში“ – სააკაშვილის ოჯახი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საერთაშორისო საზოგადოება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას აფასებს როგორც პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორებას.

აღნიშნულის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა არასამთავრობო სექტორის, საქართველოს და უკრაინის სახალხო დამცველების, ევროპარლამენტარების მხრიდან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე თავია გამოყოფილი სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასთან, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.

ექსპერტები და სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება დაუყოვნებლივ უცხოეთში, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს, უფრო მეტიც აკრძალეს მასთან ექიმების შეშვება, საკვების მიწოდება.

ზემოაღნიშნული ფაქტები აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ჩვენს თვალწინ ცდილობს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობას, წამებითა და არაადამიანური მოპყრობით და ამას აკეთებენ პუტინის საამებლად.

“რუსეთის დაკვეთით კლავენ!…” – ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის გადასაყვანად უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებები დაიწყო

ასე სჯის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმისთვის, რომ კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა გადააქცია წარმატებული რეფორმების ქვეყნად და 2008 წელს მან არ ჩააბარა ქვეყანა რუსეთს.

მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში; შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, აქციები ბათუმში 6 მაისიდან დაიწყება. მისივე ცნობით, იქამდე, ვიდრე აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პარტიის წევრებს საგანგებო რეჟიმში მოუწევთ მუშაობა.

„ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს 19:00 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.

მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

სააკაშვილისთვის პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი – ექიმი თენგიზ წულაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g