LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის დაკვეთით კლავენ!…” – ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის გადასაყვანად უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებები დაიწყო

129
სოფო ჯაფარიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს რუსთავის ციხესთან ბრიფინგი გამართა.

ჯაფარიძე ამბობს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოურ კლინიკაში გადაყვანა, რადგან ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს სავალალო შედეგი.

“უკვე 8 კილო დაიკლო, რომლიდანაც ძირითადი არის კუნთოვანი მასა, ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია – ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება” – ექიმი სააკაშვილზე

მისივე თქმით, ის მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს სხვადასხვა უცხოურ კლინიკასთან და წინადადებებს ხელისუფლებას შესთავაზებს.

„დღეს რუსთავის ციხეში ჩვენ ვუყურებთ, როგორ კლავენ რუსეთის დაკვეთით ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვინც სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა მოისმინა, ამაში ყველა დამეთანხმება.

ახლა სიჩუმე არის დანაშაული და აღარ არის დრო მხოლოდ განცხადებების.

ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე და მე დავიწყე უკვე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად. სამწუხაროდ, აქ ამ ციხეში და ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა და მე დავიწყე ძალიან აქტიური მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან. ყველა წინადადებას მე შევთავაზებ ჩვენს ხელისუფლებას, და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ძალიან ცუდი შედეგი.

სააკაშვილისთვის პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი – ექიმი თენგიზ წულაძე

როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკაც, ბრძოლაც და შურისძიებაც და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავარჩინოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“,  – განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, რადგან ხალხის ხარჯზე პროდუქტებს ვერ უკვეთავს და ყველა ვინც მის გამოშვებას ითხოვს, საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა უნდა. 

mazda magti 5g