LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხზეა დამოკიდებული იხსნას საკუთარი ქვეყანა ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში…“ – იაგო ხვიჩია

150
იაგო ხვიჩია

„საქმე ძალიან მარტივად არის. ამ წუთას აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე ვცვლით, ჩვენი მეგობრები კი ცდილობენ, გამოგვაფხიზლონ”, –  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ზომები ქართველი ხალხის გამოსაფხიზლებლად საკმარისი იქნება.

„აქამდე თურმე სიცრუეში ვცხოვრობდით, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, გვეგონა, დასავლეთისკენ მივდიოდით და თურმე, შუა გზაზე გადაგვიხვევია, ამას ნიშნავს ჩემთვის ეს განცხადება…

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მას უდგას არჩევანი, იხსნას საკუთარი ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კალაძე სანქციებზე: არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა – საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია

კითხვაზე, რატომ არ ასახელებენ შეერთებულ შტატებში თუ ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს „მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უფრთხილდებიან არასრულწლოვანებს და ოჯახის წევრების ინტერესებს, თორემ თანამდებობის პირები, ვინც დასანქცირდება, ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ცნობილი და არ დაიმალება“.

„გადავიტანთ როგორმე… როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, ყველაფერს გავუძლებთ…“ – კალაძე ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები