LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე სანქციებზე: არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა – საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია

166
კახა კალაძე

„მე არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეს კალაძემ შესაძლოა საკუთარი თავი დასანქცირებულთა სიაში აღმოაჩინოს.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი კანონებს იღებს.

კახა კალაძის თქმითვე, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების დაწესების მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.

„წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს, იმიტომ, რომ აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, საუბარია სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამის მზაობაზე, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები, რომ თუ მოხდება ვიზალიბერალიზაცია, თუ მოხდება სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, პირდაპირი ფრენები, თუ ევროკავშირი გაგვიხსნის მოლაპარაკებებს, პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, რომ მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კანონის აუცილებლობა და საჭიროება არ იქნება დღის წესრიგში.

შესაბამისად, ყველანაირად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივად, სამწუხაროდ, ვერ იქნება.

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მომავალი და საქართველო არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება ვინმეს კოლონია. ეს დამოკიდებულება ყველამ უნდა შეიცვალოს.

როდესაც ჩვენ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ, ეს არ იყო შემთხვევითი პროცესი, ჩვენ კარგად გვესმის ქვეყანაში რა ხდება და თუ გადავხედავთ გასულ წელს, ნათლად დავინახავთ, რომ იყო რამდენიმეჯერ რევოლუციის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ეფუძნებოდა პარალელურ გაყალბებულ კვლევებს და ეს ყველაფერი როდესაც ფინანსდება უცხოეთიდან, დასავლეთიდან, გარკვეული კითხვები ჩნდება.

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

ამიტომ ჩვენ ვუფრთხილდებით ყველას – ვუფრთხილდებით, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს, ვუფრთხილდებით, ასევე, ჩვენს მეგობრებსაც და გარკვეული უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რომ ძალიან მარტივად, წელიწადში ერთხელ, წარმოდგენილი იყოს დეკლარაცია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს, საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება თანხები. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებს, ფრენებს თუნდაც ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მზად ვართ თუ კონკრეტული ნაბიჯი იქნება გადადგმული, აღნიშნული კანონის არც საჭიროება იქნება დღის წესრიგში და არც აუცილებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვრცლად უმრავლესობის დეპუტატების გამოხმაურებები შესაძლო სანქცირებაზე:

გურამ მაჭარაშვილი: „მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? მეტი არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ საქართველოს რაკეტა მოუშვირონ“

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“

„რაც იქნება, ის იქნება, შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს.. ისწავლეს ჩემმა შვილებმა უკვე საქართველოში“ – ირაკლი მეძმარიაშვილი

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

ვიდეო: „რატო არა ვარ მზად?.. მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის“ – გრეტა წიწავას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მზად სანქციებისთვის

დავით კაჭარავა: „მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება… ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთ მკვეთრ ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ – კანონი მიღებულია, ვეტოს დავძლევთ“

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები