აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმაურება.
პარლამენტის ფოიეში, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ალუდა ღუდუშაური მცირე პასუხებით გამოეხმაურა.
„სელფებს ვეღარ გადაიღებთ ამერიკაში, ბატონო ალუდა“, – ჟურნალისტის აღნიშნულ რეპლიკაზე ალუდა ღუდუსაურმა განაცხადა: „ყაზბეგში გადავიღებ“.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს, რადგან ამერიკაში ვეღარ წავა, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა: „ძალიან კარგი, ძალიან კარგი”.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.
ამავე თემაზე:
