LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“

139
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი შშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„ქართული ოცნება“ – „არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას.. სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის უხეში მცდელობა“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელების დაანონსებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. „ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე როგორც მმართველი გუნდის მიმართვაშია აღნიშნული, „ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი საქართველოს […]

„მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“. – წერს ნინო წილოსანი.

ვრცლად უმრავლესობის დეპუტატების გამოხმაურებები შესაძლო სანქცირებაზე:

გურამ მაჭარაშვილი: „მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? მეტი არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ საქართველოს რაკეტა მოუშვირონ“

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“

„რაც იქნება, ის იქნება, შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს.. ისწავლეს ჩემმა შვილებმა უკვე საქართველოში“ – ირაკლი მეძმარიაშვილი

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

ვიდეო: „რატო არა ვარ მზად?.. მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის“ – გრეტა წიწავას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მზად სანქციებისთვის

დავით კაჭარავა: „მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება… ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთ მკვეთრ ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ – კანონი მიღებულია, ვეტოს დავძლევთ“

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი 

მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Friday 24 May 2024

პოპულარულები