ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:
„ხანდახან მაინც გასახსენებელთაგან:
ყველაზე ბრძენი? – ღმერთი.
ყველაზე დიდი? – სამყარო.
ყველაზე იდუმალი? – სიტყვა.
ყველაზე საპასუხისმგებლო? – ცხოვრება.
ყველაზე დროებითი? – წუთისოფელი.
ყველაზე ახლობელი? – სამშობლო.
ყველაზე ძნელი? – თავისუფლება.
ყველაზე ლამაზი? – სატრფო.
ყველაზე სწრაფი? – ფიქრი.
ყველაზე ძლიერი? – სიყვარული.
ყველაზე დასაფასებელი? – ღირსება.
ყველაზე საჭირო? – სამართალი.
ყველაზე ტკბილი? – დედა.
ყველაზე თბილი? – მამა.
ყველაზე სანატრელი? – შვილი.
ყველაზე საინტერესო? – წიგნი.
ყველაზე მაცდური? – დრო.
ყველაზე გაბატონებული? – მარადისობა.
ყველაზე ბედნიერი? – შეყვარებული“, – წერს გია მურღულია.