თბილისში, ათონელის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 27 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 5 კვადრატული მეტრის ფართობი.
ხანძრის გავრცელების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.