ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძარი 3 დღის წინ გაჩნდა. გუშინ შუადღეს, ლიკვიდირებული ხანძარი, ძლიერმა ქარმა საღამოს კვლავ გააღვივა, ღამით კი ხანძრის ახალი კერებიც გაჩნდა.
მეხანძრეები, მძიმე ტექნიკა, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ავიაცია ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
“ფორტუნა” ინფორმაციას განახლებად რეჟიმში გთავაზობთ.
თურქეთიდან წამოსული ვერტმფრენები რანდენიმე წუთში ბორჯომში იქნებიან. ვერტმფრენებმა რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის საზღვარი და უახლოეს პერიოდში ხანძრის ლოკალიზებაში ჩაერთვებიან.
სატელიტური რუკის საშუალებით ჩანს, რომ ეს კერებია წაღვერი, დაბა და თორის მთა.
ბორჯომის რაიონის სოფლებს დამსვენებლები ტოვებენ.
ბორჯომის ხეობის მიმდებარედ, სადაც ხანძარი ახლოსაა, ბორჯომის რაიონის სოფლებს დამსვენებლების ნაწილი ტოვებს. დამსვენებელმა, რომელიც ცემში იმყოფებოდა, ხანძრის ახალი კერების გაჩენის შემდეგ, სოფლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი ინფორმაციით, ანალოგიურად მოიქცა სოფელ ცემში მყოფი რამდენიმე ოჯახი.
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩნდა.
“ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას,” – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ, ბორჯომში გაჩენილ ხანძარზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაეხმაროს.
”ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას. ეს არის საქართველოს ერთერთი ყველაზე ლამაზი მხარე“, – განაცხადა იან კელიმ.
17:00
ბორჯომის ხეობაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა.
ცეცხლის კერა სოფელ დაბას ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა გაჩენილი. მოსახლეობა შიშობს, რომ ცეცხლი უახლოეს პერიოდში მათ სახლებსაც მოედება. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ერთადერთი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას რთული მეტეოროლოგიური პირობები, კერძოდ, ქარი ართულებს. მათივე ინფორმაციით, ხანძარს ბორჯომის ტყეში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ლედი ოქროპირიძის თქმით, სამაშველო სამსახური შსს-სა და სხვა უწყებებთან ერთად ყველა ღონეს იხმარს, რომ ხანძარი მოსახლეობამდე არ მივიდეს.
საგანგებო სიტუაციების ჯგუფები საქართველოს რეგიონებიდან გადაისროლეს. ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი, მეხანძრეებთან ერთად, ებრძვიან სტიქიას. ცეცხლს ავიაციის დახმარებითაც აქრობენ.
16:34
დავით სერგეენკო: ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, ამიტომ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები გარეთ ყოფნას უნდა მოერიდონ.
ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომთან მყოფ ხალხს მოუწოდებს, რომ გარეთ ყოფნას მოერიდონ, საჭიროების შემთხვევაში კი მარტივი პირბადე გამოიყენონ.
მისი თქმით, დაკვამლიანების დონე ხეობაში მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში ნაცრის მაღალი შემცველობაა, “ამას კი პოტენციურად შესაძლოა, რაიმე რისკი ჰქონდეს”
საქართველომ რუსეთს დახმარებაზე უარი უთხრა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე „აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს“, ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
16:23
ვითარება ამ წუთებში ბორჯომში – საგანგებო შტაბი არსებულ სიტუაციას განიხილავს
საბჭოს სხდომას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. მან ადგილზე მობილიზებულ მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა.
ლაივი ბორჯომიდან – დავით ქაცარავა მოხალისეებთან ერთად სტიქიის ადგილზე იმყოფება
“ასეთი სურათია ჩემი ფანჯრიდან”- წერს რუსუდან ნინიკაშვილი.
15:53
15:40
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებას, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბებას და ტექნიკურ გადაიარაღებას ითხოვს.
15:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის არის მობილიზებული
15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა – ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტექნიკა, რომელიც საირიგაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამოიყენება, დღეს ხანძრის ადგილზეა მობილიზებული.
„აღნიშნული ტექნიკა ხანძრის კერებში დამატებით წყლის რესურის მიწოდების საშუალებას იძლევა. ხანძრის ლოკალიზებას ართულებს ქარიანი ამინდი და რელიეფი. ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენთვის უმთავრესია მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ტყის მასივების გადარჩენა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სტიქიის ადგილეზე იმყოფება.