ცეცხლი ბორტზე Felicity Ace, რომელიც ატლანტის ოკეანეში გადაადგილდებოდა, თითქმის ჩაწყნარდა. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება არამხოლოდ მეხანძრეების მონდომების შედეგად, არამედ იმის გამოც გახდა შესაძლებელი რომ დასაწვავი აღარაფერი დარჩა. ხომალდი გერმანიიდან აშშ-ს მიმართულებით მიდიოდა და 4 ათასამდე ახალი ავტომობილი გადაჰქონდა, მათ შორის ისეთი ბრენდები როგორიცაა – Porsche, Audi და Bentley.
Felicity Ace-ზე ხანძარი ჯერ კიდევ 16 თებერვალს გაჩნდა. 22 კაცისგან შემდგარმა ეკიპაჟმა გემი მალევე დატოვა. ცეცხლის ჩაქრობას ის ფაქტი ართულებდა, რომ ელექტრომობილების ელემენტის შემადგენლობა ცეცხლს უფრო მეტად ემორჩილებოდა და მის ჩასაქრობად სპეციალური აღჭურვილობა იყო საჭირო.
Volkswagen არ აზუსტებს იმ ფაქტს, თუ ზუსტად რამდენი მანქანა დაეწვა. ჯერ-ჯერობით არც ისაა ცნობილი, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.